გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრა შესაძლოა 26 თებერვალს გაიმართოს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის შეხვედრა პრაღაში შესაძლოა, 26 თებერვალს შედგეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა.

“გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც ისინი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრა პრაღაში თვის ბოლოს შედგება, შესაძლოა 26 თებერვალს”, – განაცხადა ლუკაშევიჩმა.

კარასინსა და აბაშიძეს შორის პირველი შეხვედრა 2012 წლის დეკემბერში ჟენევაში შედგა. 2013-2014 წლებში კი მხარეებმა პრაღაში 7 დისკუსია გამართეს. შეხვედრებისას ძირითადად ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და კულტურული საკითხები განიხილება.

banner
წინა სტატიაშიირმა ჭკადუა: სოსანაშვილი მხოლოდ დნმ-ის საფუძველზე არ არის დაკავებული
შემდეგი სტატიაგაერო და ეუთო მსოფლიო უსაფრთხოებისათვის არაფრის მაქნისი ორგანიზაციებია… აცხადებს ლუკაშენკო