ირმა ჭკადუა: სოსანაშვილი მხოლოდ დნმ-ის საფუძველზე არ არის დაკავებული

“სოსანაშვილი მხოლოდ დნმ-ის საფუძველზე არ არის დაკავებული,” – ასე გამოეხმაურნენ გია სოსანაშვილის ადვოკატის სოსო ჯოგლიძის განცხადებას ვაზაგაშვილების ადვოკატები.

უფლებადამცველი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ ეჭვები, რომლებიც სოსანაშვილის ახლობლებს და მის ადვოკატს აქვთ, არ დასტურდება.

“მე მოვისმინე, როგორც ოჯახის წევრების, ასევე სოსანაშვილის ადვოკატის განცხადებები. მათ აქვთ ეჭვები, თუმცა ვერ ადასტურებენ ამ ეჭვებს. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ სოსანაშვილის დაკავების მიზეზი მხოლოდ დნმ-ის კვალი არ გამხდარა, საქმეში სხვა მტკიცებულებებიც არის წარმოდგენილი,” – აცხადებს ირმა ჭკადუა.

ვაზაგაშვილების უფლებადამცველი გაგი მოსიაშვილი კი ფიქრობს, რომ დაცვის მხარის ეჭვები აბსურდულია.

“შემთხვევის ადგილზე ამოღებული საკვლევი ობიექტი გადაიტანეს ექსპერტიზაზე, სადაც მისი შემოწმება დაიწყო, ჩვენ პროცედურას არ ვესწრებოდით, თუმცა დნმ არ გამხდარა ის ერთადრეთი მტკიცებულება, რის გამოც სოსანაშვილი დააკავეს,” – აცხადებს გაგი მოსიაშვილი.

banner
წინა სტატიაშისოსო ჯოგლიძე: დნმ-ის ანალიზი, რომელიც სოსანაშვილს აუღეს, არ დალუქულა
შემდეგი სტატიაგრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრა შესაძლოა 26 თებერვალს გაიმართოს