გაერო და ეუთო მსოფლიო უსაფრთხოებისათვის არაფრის მაქნისი ორგანიზაციებია… აცხადებს ლუკაშენკო

Lukasjenko-31,,გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) გარკვეული ქვეყნების გავლენის ქვეშ მყოფი ორგანოზაციებია და მათ არ ძალუძთ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ისინი ახდენენ დემონსტრირებას იმისა, რომ არ შეუძლიათ მსოფლიო უსაფრთხოების ეფექტური დაცვა და თანამედროვეობის რაიმე გლობალური თუ აქტუალური საკითხების გადაჭრა ,, განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ შეიარაღებული ძალების მეთაურთა შტაბში გამოსვლისას.
ბელორუსიის პრეზიდენტმა პირობა მისცა საკუთარ შეიარაღებულ ძალებს, რომ ის არასდროს ჩაითრევს მათ მოუფიქრებელ და ქვეყნისათვის არაფრისმომცემ ავანტიურაში. ,,თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მე არასდროსა ჩაგითრევთ ქვეყნისთვის უსარგებლო ავანტიურურაში, მაგრამ თუ საჭირო გახდა ჩვენი მიწების დაცვა და ერთმანეთის მხარდამხარ დგომა დაგვიჭრდება, დარწმუნებული იყავით, რომ მეც თქვენთან ერთად წინარიგებში მიხილავთ,, განაცხადა ლუკაშენკომ სამხედროებთან საუბრისას.
ექსპერტების განცხადებით, ლუკაშენკოს განაწყენება და მკაცრი კრიტიკა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ, მასთან მინსკში მიღწეული უკრაინის კრიზისთან დაკავშირებული შეთანხმებების შეუსრულებლობამ გამოიწვია, რასაც ლუკაშენკო სხვა ფაქტორებთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციების არაეფექტურობით ხსნის.

banner
წინა სტატიაშიგრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრა შესაძლოა 26 თებერვალს გაიმართოს
შემდეგი სტატიაისლამისტები თურქეთში დიპლომატიურ ოფისებზე თავდასხმებს გეგმავენ