გიორგი მარგველაშვილი: ქართული დელეგაციების ვიზიტის მიზანია, საქართველოს პრობლემატიკა მიიტანონ შეერთებული შტატების რადარებთან

თუ დააჯერებენ მოსახლეობას, რომ „ნაცმოძრაობასთან“ შეკრული ვარ, გააძლიერებენ „ნაცმოძრაობას“

ამერიკის შეერთებული შტატების რადარებზე საქართველოს დასაბრუნებლად საჭიროა აქტიური და აგრესიული მუშაობა , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე განაცხადა.
ქვეყნის პირველ პირს შეხვედრაში მონაწილე ერთ-ერთმა ემიგრანტმა აშშ-ის რადარებიდან საქართველოს გაქრობის შესახებ მის მიერვე რამდენიმე დღის წინ, ნიუ-იორკში გაკეთებული განცხადება შეახსენა და დაინტერესდა, რა უნდა გაკეთდეს ამ ვითარების შესაცვლელად.
როგორც პრეზიდენტმა განმარტა, საჭირო აგრესიულ და აქტიურ პოლიტიკას საქართველოს ხელისუფლება უკვე ახორციელებს, რაზეც აშშ-ში რამდენიმე დელეგაციის ყოფნაც მიუთითებს.
“მე დავეთანხმე გამოთქმულ მოსაზრებას, რომ საქართველო გაქრა აქტიური რადარებიდან, ხოლო პასუხი იმაზე, რა უნდა გაკეთდეს, ამ დარბაზის პირველ რიგებში შეგიძლიათ იხილოთ – თქვენ ხედავთ ქართველი პოლიტიკოსების არაერთ დელეგაციას აშშ-ში. ეს არის ის აქტიური და აგრესიული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და ვახორციელებთY ყველა ერთად – იქნება ეს პარლამენტის, თავდაცვის სამინისტროს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, თუ მთავრობის დელეგაცია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, ქართული დელეგაციების აშშ-ში ვიზიტის მიზანია, სწორედ საქართველოს პრობლემატიკა და მნიშვნელოვანი საკითხები მიიტანონ შეერთებული შტატების რადარებთან. “შეჯიბრება სხვადასხვა ქვეყნებისა აქ არის ძალიან დიდი, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია უბრალოდ გაგონილი კი არ იქნას, არამედ დამუშავდეს და აქტიური დიალოგი გაგრძელდეს ამ მიმართულებით. ამას სჭირდება ისეთი აგრესიული მუშაობა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ”, – აღნიშნა საქართველოს პირველმა პირმა.

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო გაერთიანება რუსეთისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: არ მგონია, ვინმე მოახერხებს და რამეში შემზღუდავს