საერთაშორისო გაერთიანება რუსეთისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვს

საერთაშორისო გაერთიანება რუსეთისგან სირიაში დაწყებული ოპერაციის მიზნებზე ახსნა-განმარტებას ითხოვს.

ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების თქმით მოსკოვს მოუწევს დაამტკიცოს, რომ მისი იერიშები ტერორისტების წინააღმდეგაა მიმართული.

აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსეთისგან მეტ გამჭვირვალობას მოითხოვენ შეერთებულ შტატებშიც.

პენტაგონში აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, რუსეთის სამიზნე სირიაში გუშინ ისლამური სახელწმიფოს პოზიციები არ ყოფილა, რადგან იმ ქალაქებს, რომლებიც რუსულმა მოიერიშეებმა დაბომბეს, სამთავრობო ძალები აკონტროლებენ და მათ წინააღმდეგ იქ მხოლოდ ოპოზიციის მებრძოლები იბრძვიან.

ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, გუშინდელი იერიშების სამიზნე ისლამური სახელწმიფოს პოზიციები იყო. ლავროვის განცხადებით, რუსეთს სურს დემოკრატიული და ერთიანი სირია იხილოს.

ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები და რუსეთი, თავდაცვის უწყებების დონეზე, მოლაპარაკებას იწყებენ.

პირველი შეხვედრა შესაძლოა დღეს გაიმართოს.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურს გიორგი გვიმრაძე უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: ქართული დელეგაციების ვიზიტის მიზანია, საქართველოს პრობლემატიკა მიიტანონ შეერთებული შტატების რადარებთან