გიორგი მარგველაშვილი სომეხთა გენოციდისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ვერ დაესწრება

გიორგი მარგველაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომხეთში გენოციდისადმი მიძღვნილ ღონისძიებას 24 აპრილს ვერ დაესწრება.

ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ თარიღს ემთხვევა საქართველოში ბელორუსის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი, რომელიც 1 წელი მზადდებოდა.

„საქართველოს პრეზიდენტის მიმართ შემოთავაზება იყო, თუმცა 24 აპრილი არის ის დღე, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს სტუმრად ყავს სხვა ქვეყნის პრეზიდენტი,“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი, ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრებას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ღვინიაშვილი: ხელისუფლებას მთელი გამგეობის შენობა ბლოკირებული აქვს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო