მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

ვინ დაგეგმა მიხეილ სააკაშვილის აფეთქება?

მიხეილ სააკაშილის კიდევ ერთი საქმის განხილვა უნდა გამართულიყო დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

საუბარია 7 ნოემბრის საქმეზე, კერძოდ ტელეკომპანია იმედის ეპიზოდზე. პროცესის დაწყებისთანავე პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა და მოითხოვა მიხეილ სააკაშვილის ბრალდების გაერთიანება სხვა ბრალდებულებთან, კერძოდ გიგი უგულავასთან, ვანო მერაბიშვილთან და დავით კეზერაშვილთან. სწორედ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შედმეგ მოსამართლემ პროცესი გადადო.

ადვოკატები აცხადებენ, რომ ერთადერთი, რის გამოც პროკურატურამ მოითხოვა ბრალდებულების ბრალის გაერთიანება, ემსახურება ერთ მიზანს, რომ სასამართლომ გიგი უგულავას გაუგრძელოს პატიმრობა.

„პროკურატურამ ცალკე გამოყო მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქმე. მიუხედავად იმისა, რომ იდენტური იყო აბსოლუტურად ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები და დღეს სასამართლოში დააყენა შუამდგომლობა საქმეების გაერთიანების შესახებ,“ – განაცხადა ადვოკატმა ოთარ კახიძემ.

ამავე თემასთან დაკავშირებით, პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა აღნიშნა, რომ გაერთიანების შუამდგომლობას დათანხმდა თავად მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატი.

„შესაბამისად იმის გათვალისწინებით, რომ ორივე მხარე, ბრალდების მხარე და დაცვის მხარე თანახმა იყო გაერთიანებაზე, მოსამართლემ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება,“ – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

პროკურორის თქმით, გამოყოფა მოხდა გამოძიების ეტაპზე და ახლა არის სასამარლო განხილვის ეტაპი და მხარე უფლებამოსილია პროცესიის თანხმად დააყენოს შუამდგომლობა სასამართლოში საქმეთა გაერთიანებაზე.

საქმის განხილვა წინასასამართლო სხდომის ეტაპზე 28 აპრილს უნდა გაგრძელდეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი სომეხთა გენოციდისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ვერ დაესწრება
შემდეგი სტატიამინისტრმა დავით შავლიაშვილმა თანამდებობა დატოვა