გიორგი ღვინიაშვილი: ხელისუფლებას მთელი გამგეობის შენობა ბლოკირებული აქვს

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ღვინიაშვილის ინფორმაციით, ადგილობრივ ხელისუფლებას მაჟორიტარის ბიურო ბლოკირებული აქვს. ამის შესახებ განცხადება ღვინიაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” გურჯაანის ოფისში გააკეთა.
“სამარცხვინოა, რაც დღეს გურჯაანში ხდება. აღარ არის საუბარი მაჟორიტარის ბიუროზე, ბლოკირებული აქვს ხელისუფლებას მთელი გამგეობის შენობა. გვაქვს ინფორმაცია, რომ საბავშვო ბაღების თანამშრომლები მოყავთ, ხალხს აქვს დავალება, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდნენ, მაგრამ ჩვენ აქ საჩხუბრათ არ ვართ ჩამსული. ამ ხალხის მსგავსად არ ფიქრობს მთელი გურჯაანის რაიონი და არ ვაკადრებთ მოსახლეობას, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდეთ”,-აღნიშნა ღვინიაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას ტყულიად ჰგონია, რომ გამგეობის ბლოკირებით შეააჩერებს “ანტიკორუფციული კომისიის” მუშაობას.
“ხელისუფლებას ტყულიად ჰგონია, რომ გამგეობის ბლოკირებით შეააჩერებს ანტიკორუფციული კომისიის მუშაობას და ბრძოლას, რომელმაც წერტილი უნდა დაუსვას ამ ხელისუფლებას და საქართველოს” – განაცხადა ღვინიაშვილმა.
დეპუტატის ინფორმაციით, ანტიკორუფციული კომისია მუშაობას აგრძელებს და დღეს მოსახლეობას შეხვდება.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა გურჯაანში “ანტიკორუფციული კომისია” შექმნეს. პარტიის წარმომდგენელები გუშინ გამგეობის შენობაში მივიდნენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამბობენ, რომ ანტიკორუფციულმა კომისიამ გურჯაანში კორუფციისა და ნეპოტიზმის ფაქტები უნდა შეისწავლოს.
გარდა ამისა, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული კომისიაა განთავსებული, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა კვერცხები ესროლეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

banner
წინა სტატიაშიქრთამის აღების ფაქტზე „სურსათის ეროვნული სააგენტო“-ს ვეტერინარი დააკავეს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი სომეხთა გენოციდისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ვერ დაესწრება