გიორგი კვირიკაშვილმა ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფომრა

გიორგი კვირიკაშვილი - ლენინგრადის ბლოკადა იყო გმირობის მაგალითი და ის ხელშეუხებელია

საქართველოს ვიცეპრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა, რომლითაც საქართველოსა და ირანს შორის სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განისაზღვრა.

მემორანდუმი საქართველო-ირანის თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეხუთე სხდომის ფარგლებში მომზადდა, რომელიც ბოლო ათი წლის მანძილზე პირველად ჩატარდა. მხარეების შეთანხმებით ექსპერტები ენერგეტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და ჰიდროენერგეტიკის სფეროში მუშაობას განაახლებენ.

„ძალიან სასიხარულოა, რომ ირანის მხრიდანაც ფიქსირდება ძალიან ძლიერი სურვილი, რომ საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ირანის კოოპერაციის, შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრის დოქტორ რაბი’ის თქმით, ლაპარაკი იყო ირანული გაზის ექსპორტზე საქართველოში და ირანისთვის ქართული წყლის მიწოდებაზე, ასევე თანამშრომლობაზე ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროებში.

banner
წინა სტატიაში,,რა მჭირს სარეაბილიტაციო, რუსეთის ძუკნებო?!,, – ირაკლი წერეთელი
შემდეგი სტატიაევროპის საბჭოს მინისტერიალზე ევროპაში არსებულ კონფლიქტებზე იმსჯელეს