ევროპის საბჭოს მინისტერიალზე ევროპაში არსებულ კონფლიქტებზე იმსჯელეს

ევროსაბჭოს ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2014 წელს პატიმართა რაოდნეობა გაიზარდა

რიგის სამიტის გარდა, ბრიუსელში გამართულ ევროპის საბჭოს მინისტერიალზე ერთ-ერთი თემა ასევე ევროპაში არსებული კონფლიქტები იყო.

წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას გადადგას ქმედითი ნაბიჯები უკრაინასა და საქართველოში ვითარების დეესკალაციისთვის. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მინისტრების მოადგილეების კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუშვას ევროპის საბჭოს შესაბამისი მონიტორები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა თამარ ბერუჩაშვილიც, რომელმაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებაზე ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფომრა
შემდეგი სტატიაგაფიცვის მესამე დღე – რუსთავის მაგისტრალზე მუშები კომპანიის პასუხს ელოდებიან