,,რა მჭირს სარეაბილიტაციო, რუსეთის ძუკნებო?!,, – ირაკლი წერეთელი

irakli cereteli da merab kostava jpeg jpgირაკლი წერეთელი სოციალური ქსელით საგანგებო განცხადებას ავრცელებს….
,,საგანგებო განცხადება!
უღრმესი მადლობა უკლებლივ ყველას ვინც გამომიცხადა სოლიდარობა, ნებისმიერი ფორმითა და სახით, ჩემი შიმშილობისა გამო. მე შიმშილობას ვაგრძელებ. ახლა კი მივმართავ იმ გახრწნილ ,შხამიან არარაობებს, რომლებიც ქვეწარმავლებივით სისინებენ ჩემს წინააღმდეგ. მაბრალებენ რომ ვთალთმაქცობ, მინდა ჩემი მოთხოვნების გამოყენება ვითომცდა პოლიტიკური რეაბილიტაციისთვის. თქვე უჯიშო მონებო და ჩემო მაძაგებელნო, რა მჭირს სარეაბილიტაციო, რუსეთის ძუკნებო?!, მე მაქვს სახელოვანი და ჰეროიკული ბიოგრაფია და ყველა თახსირნი და უბადრუკნი ხართ ვინც ჯეროვნად ვერ მაფასებთ. ტყუილად ირჯებით, რამეთუ თქვენი გესლთანთხევა მხოლოდ მადიდებს და ვერაფერს მაკლებს. ზოგიერთთა ბოროტი ცილისწამება იქამდეც მივიდა,რომ თითქოს, მე ,ჩემის მოთხოვნებით, მინდა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოტყუება, რათა იგი ან დააპატიმრონ ან მოკლან. მივმართავ მიხეილს ყველას გასაგონად—-მე ვითხოვ საქართველოს დევნილი პრეზიდენტის მიმართ სამარცხვინო და ბითური სახელისუფლებო დევნის ოფიციალურად შეწყვეტას. მე არ ვითხოვ გინდა თუ არა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას, ეს უშუალოდ მისი გადასაწყვეტია.რა თქმა უნდა ვერანაირად ვერ შევქმნი მისი უსაფრთხოების გარანტიებს, რადგან ვარ კერძო პირი და არა უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფალი. ამიტომ ჩემო მიხეილ –გარეწრებმა და ნაძირლებმა რამე რომ არ დამაბრალონ იყავი მაქსიმალურად ფრთხილად და სად წახვალ, როდის და როგორ, ამის შესახებ იმოქმედე ჩემგან დამოუკიდებლად!. ჩემი მხრიდან კაცურად და გულისხმიერად მხოლოდ სიკეთეს გისურვებ.! ჩემს ცილისმწამებლებსა და მლანძღველებს ჯანსუღ ჩარკვიანის სამსიტყვიანი გენიალური ლექსით მოგმართავთ—-მოგ …ნთ დედის ტრ..ი!. ნამდვილ,კეთილშობილ და ღირსეულ ქართველებსა და ადამიანებს ყველას გაგიმარჯოთ და ყველა დაგლოცოთ ღმერთმა! და ბოლოს ვინც ჭეშმარიტი ქართველი ხართ, ვინც არ ხართ ერისა და თავისუფლების გამყიდველნი, ვინც ხართ ჯანმრთელად და ცხოვრობთ თბილისში ყველანი მობრძანდით 26 მაისს, დღის სამ საათზე , გენიოსი- რუსთველის ძეგლთან! მარად თქვენი ირაკლი წერეთელი,,

banner
წინა სტატიაშირა მოხდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფომრა