გიორგი კვირიკაშვილი: 2017 წლის ბოლოს ფაქტობრივად მთელი საქართველო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, პირველი ვიცე-პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მთელი საქართველოს მასშტაბით მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის უზრუნველყოფის პროექტი განიხილეს.
როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, მთავრობა აცხადებს ინტერესთა გამოხატვას იმისათვის, რომ მაგისტრალური საკაბელო სისტემა შეიქმნას მთელ საქართველოში და დაახლოებით 2 000-მდე დასახლებულ პუნქტში მივიდეს ხელმისაწვდომი მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი.
“საუბარია მაგისტრალური სადენების სისტემის შექმნაზე. ამისთვის მთავრობა აცხადებს ინტერესთა გამოხატვას. კომპანია, რომელიც ამ სამუშაოს შეასრულებს, ვალდებული იქნება, რომ სამი წლის განმავლობაში მოახდინოს მთელი საქართველოს ცენტრალური ქსელებით უზრუნველყოფა, რომლის შემდგომაც უკვე პროვაიდერები მოახდენენ მომხმარებლამდე ინტერნეტის მიყვანას. სამი წლის თავზე დღეიდან, დაახლოებით 2017 წლის ბოლოს გვექნება ფაქტობრივად მთელი საქართველო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფილი, რასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ეკონომიკური განვითარების კუთხით, ასევე სოციალური დანიშნულებით”, – განაცხადა კვირიკაშვილმა

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ალექსანდრე ვერშბოუ ესტუმრება
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას მთავრობა აუცილებლად უნდა დაესწროს