ირაკლი ალასანია: პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას მთავრობა აუცილებლად უნდა დაესწროს

alasania

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას მთავრობა აუცილებლად უნდა დაესწროს.

“ის, რომ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც არ დაესწრო მთავრობა გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლას, იყო მთავრობის ერთიანი გადაწყვეტილება და მე იგი გამაცნეს, როგორც უკვე მიღებული გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ ეს მიდგომა შესაცვლელია, რადგან დღეს არის სხვა რეალობა. პრეზიდენტის ინსტიტუტი აერთიანებს საზოგადოებას და პოლიტიკურ ძალებს, ამიტომ ეს გადაწყვეტილება შესაცვლელია”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: 2017 წლის ბოლოს ფაქტობრივად მთელი საქართველო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი
შემდეგი სტატიაუკრაინაში ვითარება იძაბება