საქართველოს ალექსანდრე ვერშბოუ ესტუმრება

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ საქართველოს დაახლოებით სამ კვირაში ესტუმრება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ განუცხადა.
ბაქრაძე გამოეხმაურა ვერშბოუს განცხადებას იმის თაობაზე, რომ ნატო სრულად უჭერს მხარს ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას.
“ბატონი ვერშბოუ საქართველოს უახლოეს მომავალში ესტუმრება. დაახლოებით 2-3 კვირაში და გაგრძელდება კონსულტაციები. ვიზიტის ფარგლებში მოხდება არსებით ღონისძიებათა პაკეტის შესრულების შეფასება”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ნატო-საქართველოს კომისია, ასევე წლიური ეროვნული პროგრამა და არსებით ღონისძიებათა პაკეტი, რომლის იმპლემენტაციაც უკვე დაწყებულია, წარმოადგენს იმ ინსტრუმენტებს, რომელიც საკმარისია, რათა საქართველომ ნატო-ს წევრობისკენ სვლა გააგრძელოს.
დავით ბაქრაძის თქმით, საქართველოს წლიურმა ეროვნულმა პროგრამამ ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა.
ნატო სრულად უჭერს მხარს ალიანსში საქართველოს მომავალ წევრობას. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე ვერშბოუმ ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრის შემდეგ “ტვიტერზე” დაწერა.

banner
წინა სტატიაშიქართული მხარე “როსნეფტის” მიერ ფოთის პორტის აქციების შესყიდვის საკითხს სწავლობს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: 2017 წლის ბოლოს ფაქტობრივად მთელი საქართველო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი