გიორგი კვირიკაშვილი: თამარ ბერუჩაშვილთან დაკავშირებით ღირსეულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ

საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მის წინამორბედზე, თამარ ბერუჩაშვილზე გააკეთა კომენტარი. როგორც მან ამბასადორიალის მიმდინარეობის პარალელურად ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადება, ამჟამად თამარ ბერუჩაშვილთან კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა რა თანამდებობას სთავაზობს ყოფილ მინისტრს ახლანდელი ჯერ არ დასახელებულა.

“ვმსჯელობთ ამ საკითხზე, უახლოეს პერიოდში მივიღებთ გადაწყვეტილებას. ქალბატონი თამარი არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი, ჩემი დიდი ხნის მეგობარი და მასთან დაკავშირებით ღირსეულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ამ ეტაპზე კი კონსულტაციები მიმდინარეობს”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: მიუხედავად პრობლემებისა, კვლავ ვაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: რაღაც საკადრო ცვლილებები აუცილებლად იქნება