გიორგი გაბაშვილი – აბაშიძე-კარასინის ფორმატს არც ერთი მიმართულებით გაუმჯობესება არ მოუტანია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გაბაშვილის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატს, არც ერთი მიმართულებით ქვეყნისთვის სიკეთე არ მოუტანია.
“ის, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატმა რაიმე უკეთესობა მოუტანა ქვეყანას, სრული სიყალბეა; რაც შეეხება გარკვეული საექსპორტო პროდუქციის დაშვებას რუეთის ბაზარზე, ეს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანით იყო განპირობებული. მაგრამ ამანაც, როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ეკონომიკას დიდი შვება არ მოუტანა და ის ყველა მაჩვენებლით გაუარესებულია.
რაც შეეხება ჩვენი მოქალაქეებით აპელირებას, რომლებიც რუსეთში არიან დაპატიმრებულები, ეს სრულიად გაუგებარია, რადგან ათობით ადამიანია რუსეთის ციხეებში დატოვებული, მაშინ როცა რუსეთის ყველა ჯაშუში უაპელაციოდ იქნა გაშვებული საქართველოს საპატიმროებიდან. ასე რომ, არც ერთი მიმართულებით აბაშიძე-კარასინის ფორმატს გაუმჯობესება არ მოუტანია”, – განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.
ამ ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი მარნეულის მოსახლეობას ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა
შემდეგი სტატიაკორპუსში სადაც აფეთება მოხდა სავარაუდოდ მცირეწლოვან ბავშვსაც ეძებენ