კორპუსში სადაც აფეთება მოხდა სავარაუდოდ მცირეწლოვან ბავშვსაც ეძებენ

მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი ამოიყვანეს

გლდანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 6 ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანეს. თვითმხილველმა განუცხდებით, აფეთქების შედეგად, ცხრავე სართულზე შიდა სინკარებია ჩანგრეული.

მისი თქმით, კიბეები დანგრეულია და მაშველები სამაშველო თოკებით გადაადგილდებიან.

„ძლიერი აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, გაზი აფეთქდა. შემთხვევა მეორე სართულზე მოხდა, თუმცა ცხრავე სართულზე შიდა სინკარები დანგრეულია. სავარაუდოდ, ნანგრევებში მცირეწლოვან ბავშვსაც ეძებენ. ძალიან ბევრი დაშავებულია, მათ შორის, ეძებენ ახალგაზრდა ბიჭს და ერთ მამაკაცს, რომელსაც ეძინა. სასწრაფო დამხარების ბრიგადებმა ძალიან ბევრი დაშავებული გადაიყვანეს. გვერდზე სადარბაზოში სტუმრად იმყოფებოდა ორი ახალგაზრდა და აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ გვერდზე სადარბაზოში სინკარი ჩამოინგრა და ორივეს ფეხზე დაეცა“, – აცხადებენ თვითმხილველები.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გაბაშვილი – აბაშიძე-კარასინის ფორმატს არც ერთი მიმართულებით გაუმჯობესება არ მოუტანია
შემდეგი სტატიაგლდანში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო