გერმანია საბერძნეთის მიერ წარმოდგენილ გეგმას თავშეკავებით შეხვდა

გერმანია საბერძნეთის მიერ წარმოდგენილი რეფორმების გეგმას თავშეკავებით შეხვდა. “გერმანიის ფედერალურმა რესპუბლიკამ მხედველობაში მიიღო ის, რომ საბერძნეთმა, როგორც გამოცხადებული იყო, რეფორმების სია წარადგინა” – განაცხადა მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფან ზაიბერტმა. მისი სიტყვებით, ბერლინს ჯერჯერობით წარმოდგენილი სიის შესაფასება არ მოუხდენია.
“თუკი საბერძნეთის მთავრობა დეტალურად და დასაბუთებულად წარადგენს მათ მიერ დაგეგმილ რეფორმებს, გერმანიის მთავრობა სთხოვს ბუნდესტაგს მანდატს იმისთვის, რომ ათენთან მოლაპარაკებები განახლდეს” – განაცხადა ზაიბერტმა.

თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარტინ იეგერმა საბერძნეთის მთავრობას მოუწოდა დღესვე დაიწყონ კონკრეტული რეფორმების გატარება, მან ასევე უარი განაცხადა ათენის მიერ წარმოდგენილი გეგმის კომენტირებაზე.
იეგერის აზრით 11 ივლისის ევროჯგუფის შეხვედრის შედეგი “როგორიც გინდა ისეთი შეიძლება იყოს”, თუკი საბერძნეთის მთავრობამ საკუთარი შემოთავაზებების პერეფორმულირება გააკეთა მხოლოდ, ეს საკმარისი არ იქნება – დაამატა მან.
ბერლინის პირველი რეაქცია პარიზის, რომის და ვენის რეაქციებისგან მკვეთრად განსხვავდენა. კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ათენის წინადადებების პაკეტს “სერიოზული” და “დამაჯერებელი” უწოდა.
დღეს უკვე გაიმართა სატელეფონო კონფერენცია ევროკომისიის ხელმძღვანელის ჟან კლოდ იუნკერის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორს კრისტინ ლეგარდსა და ევროჯგუფის ხელმძღვანელს იერუნ დეისსელბლუმს შორის.
ჯერჯერობით კონფერენციის დეტალები არ ვრცელდება.

ათენმა საბოლოო ტექსტი წარმოადგინა, მაგრამ ახლა საუბარია ტექსტის “ხარისხზე” – განაცხადა იარუნ დეისსელბლუმმა, “ჩვენ უნდა შევამოწმოთ, მიიყვანს თუ არა აღნიშნული წინადადებები საბერძნეთს ეკონომიკური გაუმჯობესებისკენ” – ამბობს ის.
ევროჯგუფისთვის წარდგენილი რეფორმების ახალი პაკეტი ბევრ ისეთ შემოთავაზებას შეიცავს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ საბერძნეთის მოსახლეობამ რეფერენდუმზე უარი უთხრა.

banner
წინა სტატიაშიამერიკელი გენერალი – აშშ-ს ყველაზე დიდი მტერი რუსეთია
შემდეგი სტატია„ვერავინ ჩადგება ჩემსა და კახი კალაძეს შორის“