ამერიკელი გენერალი – აშშ-ს ყველაზე დიდი მტერი რუსეთია

amerikuli jariამერიკული საზღვაო ძალების კორპუსის გენერალმა ჯიზეფ დანდორდმა რუსეთს აშშ-ს ყველაზე დიდი საფრთხე უწოდა.

დანდორდი ბარაკ ობამამ შეიარაღებული ძალების შტაბის ხელმძღვანელების მეთაურად წარადგინა. დანიშვნა სენატის სამხედრო კომიტეტმა უნდა დაადასტუროს.

“ეროვნული უსაფრთხოების ყველაზე დიდი საშიშროება რუსეთია” – თქვა გენერალმა სენატის კომიტეტზე გამოსვლისას. მისი აზრით, რუსეთის მოქმედებები საერთაშორისო მასშტაბით შეშფოთებას იწვევს.
“თუკი თქვენ გსურთ ვისაუბრო ქვეყანაზე, რომელიც ეგზისტენციალურ საშიშროებას წარმოადგენს აშშ-სთვის, ვიტყვი, რომ რუსეთია. თუკი თქვენ მათ მოქმედებებს შეხედავთ, ნახავთ, რომ ყველაზე ცოტა, შეშფოთებას იწვევს მათი საქციელი” – თქვა გენერალმა.
დანფორდი უკრაინისთვის ლეტალური იარაღის გარკვეული ოდენობით მიწოდებას დადებითად უყურებს: “სიმართლე რომ ვთქვათ, უკრაინა ამ დახმარების გარეშე რუსეთისგან თავს ვერ დაიცავს” – თქვა მან.

გენერალმა თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა იმას, რომ აშშ-სთვის საფრთხეს წარმოადგენენ ასევე ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და “ისლამური სახელმწიფო”.

banner
წინა სტატიაშისროლა გერმანიაში
შემდეგი სტატიაგერმანია საბერძნეთის მიერ წარმოდგენილ გეგმას თავშეკავებით შეხვდა