“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

GWP

განცხადების თანახმად, კომპანია წყნეთის ქუჩასთან არსებულ საკანალიზაციო ქსელთან დროებით, ადგილობრივ მინი-გამწმენდ ნაგებობას მოეწყობს, რისი მეშვეობითად მდინარეში დაბინძურებული წყალი აღარ ჩავა.

კომპანიის ინფორმაციით „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, ვერეს ხეობაში, წყნეთის ქუჩასთან არსებულ საკანალიზაციო ქსელთან დაკავშირებით, ახალი საინჟინრო-ტექნიკური გადაწყვეტილება მიიღო

“რადგან შესაბამისი სამსახურების ინფორმაციით, გზისა და განახლებული საკანალიზაციო ქსელის აღდგენას, დაახლოებით 30 დღე დასჭირდება, ამ პერიოდის მანძილზე კომპანია, დროებით, ადგილობრივ მინი-გამწმენდ ნაგებობას მოაწყობს, რომლის მეშვეობითაც, მდინარე ვერეში დაბინძურებული წყლების ჩადინება აღიკვეთება. საკანალიზაციო კოლექტორი პირვანდელი სახით, საგზაო და გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში, აუქციონზე ჰიტლერის ნახატებში 400 ათასი ევრო გადაიხადეს
შემდეგი სტატია“როგორც თბილისსა და მთვარეს შორის მიმდინარეობს რკინიგზის მშენებლობა, ისე მიმდინარეობს აფხაზეთთან”