გერმანიამ ფრენის რისკების შესახებ იცოდა და არ თქვა

გერმანიის მთავრობამ გაფრთხილება მიიღო იმის შესახებ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ფრენები დიდ რისკს წარმოადგენდა. ინფორმაცია მათ მალაიზიის აიარეისის МН17-ის დონბასთან კატასტროფამდე ქონდათ – ამის შესახებ წერს გერმანული პრესა.

იმის მიუხედავად, რომ გერმანიის მთავრობას ინფორმაცის გააჩნდა კატასტროფიდან ორი დღით ადრე, მათ ეს ავიაკომპანიებისთვის არ გადაუგზავნიათ. გერმანული პრესის თქმით, ორი დღით ადრე შეტყობინებებში, რომელიც გერმანიის მთავრობას ქონდა, „ძალიან რთულ“ ვითარებასთან დაკავშირებით, არ იქნა გავრცელებული. ამ შეტყობინებებში ნახსენები იყო უკრაინის სამხედრო თვითმფრინავიც, რომელიც 14 ივლისს 6 ათასი მეტრიდან იქნა ჩამოგდებული.
სამგზავრო თვითმფრინავი ამ შემთხვევიდან მალე, სამ დღეში იქნა ჩამოგდებული. დაიღუპა 298 ადამიანი, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა.
თვითმფრინავი ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა.
საერთაშორისო გამოძიების ერთ-ერთ ვერსიის მიხედვით, თვითმფრინავი სარაკეტო-ზენიტურმა კომპლექსმა „ბუკმა“ ჩამოაგდო.
გამოძიება, სავარაუდოდ, ოქტომბერში დასრულდება.
17 ივნისს გერმანულმა Lufthansa-მ იმავე დღეს ტრაგედიამდე 3 ფრენა გააკეთა. მათ შორის ბოლო მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებამდე 20 წუთით ადრე. „მთავრობას გაფრთხილება რომ მოეცა, ჩვენ რეისებს აღნიშნული მიმართულებით გადავდებდით. ჩვენი კომპანიის რეისი სრული შემთხვევითობის გამო გადაურჩა ტრაგედიას“ – ამბობს Lufthansa-ს წყარო გერმანელ ჟურნალისტებთან საუბარში.

banner
წინა სტატიაში“ჩემთვის დიდი პატივია ამ გუნდში მუშაობა, მაგრამ არის მომენტები, როცა რთული არჩევანია გასაკეთებელი”
შემდეგი სტატიასაქართველოს ელჩი ნეპალში იმყოფება