საქართველოს ელჩი ნეპალში იმყოფება

საქართველოს ელჩი ინდოეთის რესპუბლიკაში, აკრედიტებული ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკასა და ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ლევან ნიჟარაძე კატმანდუში იმყოფება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელჩი ნეპალში გუშინ გვიან ღამით ჩავიდა, რათა ადგილზე გაეცნოს იქ მყოფი ქართველების მდგომარეობას.
ელჩი დღეს ნეპალში მდებარე გაერო-ს ოფისში შეხვედრას გამართავს და ასევე, შეეცდება კონტაქტზე გავიდეს იმ ქართველთა ტურისტულ ჯგუფთან, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, პოხარაში იმყოფება.
ნეპალში მიწისძვრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ინდოეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზია მითითებული, რომ ნეპალში მყოფი საქართველოს მოქალაქეები საჭიროების შემთხვევაში საელჩოს დაკავშირებოდნენ.
ცხელი ხაზის ნომრებია: +911149496000; +919560093233; +919560791004;

banner
წინა სტატიაშიგერმანიამ ფრენის რისკების შესახებ იცოდა და არ თქვა
შემდეგი სტატიაიუსტიციის სახლში მთავარი პროკურორის არჩევის ახალ წესზე მსჯელობენ