გაფიცვის მესამე დღე – რუსთავის მაგისტრალზე მუშები კომპანიის პასუხს ელოდებიან

თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე მომუშავე მუშები უკვე მესამე დღეა გაფიცულები არიან. ხელმძღვანელობამ მათთვის ხელფასების გაზრდაზე გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღოს.

მუშების ყოველდღიური ანაზღაურება ამჟამად 21 ლარია, რაც მათი თქმით, ლარის გაუფასურების შემდეგ არაფერში ყოფნით. გაფიცვა მუშებმა 18 მაისს დაიწყეს.

თბილისი-რუსთავის გზის სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კომპანია “სინჰიდრო” ასრულებს. პროექტის დამკვეთი კი მუნიციპალური განვითარების ფონდია.

მაგისტრალის მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიევროპის საბჭოს მინისტერიალზე ევროპაში არსებულ კონფლიქტებზე იმსჯელეს
შემდეგი სტატია2 ადგილობრივი ემსხვერპლა აფეთქებას ცხინვალის რეგიონში