ობამამ და პუტინმა ირანთან დადებული ხელშეკრულება განიხილეს

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, ვლადიმირ პუტინს დაურეკა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დადებული შეთანხმება განეხილა. ხელშეკრულება 14 ივლისს დაიდო ვენაში და ის ირანსა და “ექვსეულს” შორის გაფორმდა.
ობამამ პუტინს მადლობა გადაუხადა “ხელშეკრულების დადებაში მიღებული მნიშვნელოვანი როლისთვის” – ნათქვამია თეთრი სახლის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, ობამამ და პუტინმა მომავალი თანამშრომლობის იმედიც გამოთქვეს მთელ რიგ კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით, პირველ რიგში სირიასთან მიმართებაში, სადაც სამოქალაქო ომია. აღმოსავლეთ უკრაინის თემა, რომელის გამოც აშშ-რუსეთს შორის დაიძაბა ურთიერთობა, პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნახსენები არ არის.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს
შემდეგი სტატიაგამოკითხვა: რუსების 40%-მა სიტყვა კონსერვატორის მნიშვნელობა არ იცის