„გაზპრომი“ უკრაინას ბუნებრივი აირის შეწყვეტით ემუქრება

„გაზპრომი“ უკრაინას ბუნებრივი აირის მომარაგების შეწყვეტით ემუქრება.

რუსული კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, უკრაინულმა კომპანიამ მარტის თვის გადასახადი წინასწარ არ დაფარა და ამის გამო ორ დღეში შესაძლოა უკრაინას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტონ.

„გაზპრომის“ ამ განცხადებას წინ უძღოდა ოფიციალური კიევის ბრალდება. უკრაინულმა მხარემ „გაზპრომი“ 2014 წელს ბრიუსელში გაფორმებული პროტოკოლის დარღვევაში დაადანაშაულა.

კიევი ირწმუნება, რომ 22 თებერვალის მონაცემებით, „გაზპრომისგან“ დაპირებული 114 მილიონის ნაცვლად, მხოლოდ 47 მილიონი კუბური მეტრის ბუნებრივი აირი მიიღეს.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი მოითხოვს, რომ დავით კირკიტაძე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვოს
შემდეგი სტატიაეკა ბესელია ადასტურებს, რომ გიორგი მოსიძე შესაძლოა “ქართული ოცნების” წევრი გახდეს