ბიძინა ივანიშვილი: იმედი მაქვს, რომ მათი მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ამ პროექტის განხორციელებას

ბიძინა ივანიშვილი - სააკაშვილი ედრებოდა დავით აღმაშენებელს იმიტომ, რომ რეგიონში ვერავის ედრებოდა

ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ თქვენი შესაძლებლობები, რათა საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი დაფუძნდეს, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის კანცელარიაში, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრაზე სხავდასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნებაზე მსჯელობენ.
“ორი წელიწადზე მეტია, რაც მე და გია დვალი ამ პროექტით ვართ დაინტერესებული. მინდა, მადლობა გადავუხადო გიას. ინიციტივა ჩემი იყო, დავუკავშირდი გიას და მისგან მივიღე ძალიან დიდი მხარდაჭერა და სურვილი, რომ საქართველოში შეიქმნას ასეთი სამეცნიერო ცენტრი. მე ცოტა განსხვავებული აზრი და იდეა მქონდა, თუმცა ძირითადაც გია დვალის დახვეწილია ის ფორმა, რასაც დღეს ჩვენ განვიხილავთ. თემურ ლომთაძემ მიიღო დიდი მონაწილეობა, ის აქტიურად არის ჩართული პროექტში, ჩვენი გუნდიც და კიდევ სხვები აქტიურად მონაწილეობენ და გვეხმარებიან. მადლობა ჩამობრძანებისთვის ჩვენს სტუმრებს. ისინი არიან დიდი სპეციალისტები. იმედი მაქვს, რომ მათი მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ამ პროექტის განხორციელებას. ჩვენი მხრივ, ქართული მხარე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ თქვენი შესაძლებლობები, რათა საქართველოში მსგავსი ცენტრი დაფუძნდეს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის მშენებლობას “ქართუ” დააფინანსებს.

banner
წინა სტატიაში,,ჯერჯერობით უცნობია, თუ სად განთავსდება ტექნოლოგიური ინსტიტუტის შენობა”
შემდეგი სტატიააფხაზეთს ახალი დე-ფაქტო შს მინისტრი ჰყავს