აფხაზეთს ახალი დე-ფაქტო შს მინისტრი ჰყავს

Дзапшба. ძიაშპა?

Дзапшба. ძიაშპა?აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ შს სამინისტროს უწყების ახალი ხელმძღვანელი წარადგინა. გენერალ-მაიორი ლეონიდ  ძიაპშპა გუშინ დაინიშნა მინისტარდ.
“ჩვენ რამდენიმე დღის წინ შსს-ს წარმომადგენლებთან ერთად შევიკრიბეთ. არც თუ ისე სასიამოვნო დიალოგი წარიმართა. მინდა მჯეროდეს, რომ შსს-ს ყველა თანამშრომელს გააზრებული აქვს, რატომ ჩაიცვეს მათ ფორმები. სიტუაციიდან გამომდინარე აუცილობლობას ვხედავ იმას, რომ უწყევაში ცვლილებები უნდა განხორციელდეს. მინდა, რომ ეს ნაბიჯები აღქმული იყოს, როგორც აუცილებელი და მინდა იყოს იმის მზაობა, რომ საკუთარ ქვეყანას ემსახუროთ” – განაცხადა ხაჯიმბამ შეხვედრაზე.
“რაც შეეხება წინა ხელმძღვანელს, მე მისი მადლობელი ვარ. მან ბევრი სასიკეთო რამ გააკეთა და ჩვენ მასთან თანამშრომლობას განვაგრძობთ, ამიტომ ის გადაყვანილი იქნება იქ, სადაც საჭიროდ ჩავთვლით” – განაცხადა დე-ფაქტო პრეზიდენტმა.

გენერალ-მაიორმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ შეეცდება ქვეყნის ხელმძღვანელის მოლოდინები გაამართლოს და ემსახუროს საკუთარ ქვეყანას.
ლეონიდ  ძიაპშპა 1961 წლის 1 იანვარს დაიბადა.
ის უწყებას მანამდეც ხელმძღვანელობდა და 2011 წელს დატოვა პოსტი.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: იმედი მაქვს, რომ მათი მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ამ პროექტის განხორციელებას
შემდეგი სტატიააფხაზეთი საქართველოს 13 მილიარდის კომპენსაციას სთხოვს