ბიძინა ივანიშვილი ,,გაზპრომთან” მოლაპარაკებებზე პირველ კომენტარს აკეთებს

საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ,,გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებები შეაფასა. ბიძინა ივანიშვილის თქმით საქართველოს ტერიტორიაზე დიდი ხანია, გადის გაზის მილი, საიდანაც სომხეთს მიეწოდება გაზის მარაგი და საქართველო გარკვეულ გადასახადს იღებს.

“იმაში, რომ ბაზარი შეიძლება დივერსიფიცირებული იყოს და ჩვენ ბიზნესმენებს მივცეთ უფლება, გაზი დამატებით იყიდონ იქ, სადაც მოესურვებათ, ცუდს ვერაფერს ვხედავ. ჩვენ უნდა მივცეთ არჩევის საშუალება. ჩვენ ვცდილობთ, მეც აქტიურად ვარ ჩართული იმაში, რომ ირანული გაზიც შემოვიდეს საქართველოში”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
რაც შეეხება იმას, რომ აზერბაიჯანული გაზი უფრო იაფია, ვიდრე რუსული, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ბიზნესმენი გიჟი არ არის, როდესაც თავად იაფად ყიდულობს ერთგან, სხვას ძვირი გადაუხადოს.
“ჩვენ მადლიერი ვართ აზერბაიჯანული მხარის, “სოკარის”, მაგრამ თუ მოხერხდება, რომ ერთი კომპანია არ იქნება მონოპოლისტი ბაზარზე და იქნებიან განსხვავებული კომპანიები, ამაში კარგის მეტი არაფერია”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული საკითხიდან აჟიოტაჟს ქმნის მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” მაშინ, როდესაც რუსულ კომპანიაზე “თელასი” სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს გასხვისდა.
ივანიშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხზე შეშფოთება არ აქვს აზერბაიჯანულ მხარესაც, რომელთანაც მას მტკიცე კონტაქტი აქვს და იცნობს “სოკარის” ხელმძღვანელობას, როგორც საქართველოში, ისე – აზერბაიჯანში.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: ჩემთან შეხვედრის მოთხოვნა ხალვაშს არ ჰქონია, შევხვდები, რატომაც არა
შემდეგი სტატიამოსამართლე ურთმელიძის დედა სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა