მოსამართლე ურთმელიძის დედა სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დედა მდინარა გიორგობიანი, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს დღეს დაგეგმილ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა. მიზეზად მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა დაასახელეს. პროცესს, რომელიც მოსამართლის გადაწყვეტილებით 30 ოქტომბრისთვის გადაიდო, მდინარა გიორგობიანის ადვოკატი ესწრებოდა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მდინარა გიორგობიანი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მას შემდეგ მისცა, რაც მან საკუთარ სიძეს 2014 წლის 7 იანვარს სიძის მტკიცებით ოჯახური კონფლიქტის გამო ცივი იარაღი ჩაარტყა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი ,,გაზპრომთან” მოლაპარაკებებზე პირველ კომენტარს აკეთებს
შემდეგი სტატიაელოდა თუ არა ხუხაშვილი პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს ?! – ხუხაშვილის კომენტარი