ბიძინა ივანიშვილი: ჩემთან შეხვედრის მოთხოვნა ხალვაშს არ ჰქონია, შევხვდები, რატომაც არა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის ვერ ხვდება პრეზიდენტმა ტელეკოპმანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ ხელმძღვანელ ქიბარ ხალვაშს, შეხვედრით რა დახმარება უნდა გაუწიოს.

როგორც ივანიშვილმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჟურნალისტებს განუცხადა, მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის შეხვედრაზე საუბარი ჯერ-ჯერობით არ ყოფილა.

„როგორ უნდა დაეხმაროს მარგველაშვილი ხალვაშს? შეხვედრას ვერანაირად ვერ ვაფასებ. მოუნდა შეხვედრა ხალვაშს და შეხვდა. ჩემთან შეხვედრის მოთხოვნა ხალვაშს არ ჰქონია. თუ მოითხოვს, შევხვდები, რატომაც არა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი სტალინსა და სააკაშვილს შორის პარალელებს ავლებს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი ,,გაზპრომთან” მოლაპარაკებებზე პირველ კომენტარს აკეთებს