ბექა ბასილაია – არავის უნდა დაიჯეროს, რომ ორი მამაკაცი კონსპირაციულ ბინაში შიშველი აღმოჩნდა

მინისტრი კახიშვილი ზარებსაც კი არ პასუხობს

 

არავის უნდა დაიჯეროს, რომ ორი მამაკაცი კონსპირაციულ ბინაში შიშველი აღმოჩნდა, – ამის შესახებ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული კობა ხარშილაძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას დედისა და რაულ უსუპოვის მამის ჩვენებების შემდეგ განაცხადა.
ბექა ბასიალაის თქმით, ოჯახი ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ მკვლელობის ვერსია არსებობდეს.
“ჩვენ გვესმის ოჯახის წევრების, არავის უნდა დაიჯეროს, რომ ორი მამაკაცი კონსპირაციულ ბინაში აღმოჩნდა შიშველი, შესაბამისად, ოჯახის წევრები ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ, თითქოსდა მკვლელობის ვერსია არსებობდეს, თუმცა არც ერთი კონკრეტული გარემოება არ მიუთითებს იმაზე, რომ ჟვანია და უსუპოვი მოკლულები არიან. ყველა მტკიცებულება იმაზე მიუთითებს, რომ ისინი არიან CO-თი გაგუდულები”, – განაცხადა ბექა ბასიალამ.
კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას წინააღმდეგ საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების პირობებში საქალაქო სასამართლოში ხვალ, 11:00 საათზე განახლდება. ხვალიდან დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა იწყება.

banner
წინა სტატიაშილაგოდეხში ავტოავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა
შემდეგი სტატიამოხდება თუ არა ჟვანიას საქმეზე ადეიშვილისა და მერაბიშვილის პასუხისგებაში მიცემა, პროკურატურა ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს