მოხდება თუ არა ჟვანიას საქმეზე ადეიშვილისა და მერაბიშვილის პასუხისგებაში მიცემა, პროკურატურა ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგანგებო განცხადება გაავრცელა

 

ზურაბ ჟვანიას დედის ჩვენების საფუძველზე მოხდება თუ არა ჟვანიას საქმეზე ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის პასუხისგებაში მიცემა, ამაზე პროკურატურა ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
როგორც საქალაქო სასამართლოში დღეს გამართული პროცესის შემდეგ პროკურორმა ლევან ბაჩიაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განაცხადა, ჟვანიას საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და ამ ეტაპზე ამ საკითხზე კომენტარისგან თავს შეიკავებს. თუმცა პროკურორმა დაადასტურა, რომ ვანო მერაბიშვილი ჟვანიას საქმეზე გამოკითხულია და გამოკითხვის ოქმი პროკურატურაში მიმდინარე მთავარი საქმის გამოძიების მასალებში დევს.
ზურაბ ჟვანიას დედამ, რემა ჟვანიამ საქალაქო სასამართლოს დღეს ახალი გამოძიების პირობებში პირველი საჯარო ჩვენება მისცა. მან განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის სცენარი ვანო მერაბიშვილის დადგმულია, თუმცა მისთვის უცნობი იყო ვინ იყვნენ შემსრულებლები. ასევე, რემა ჟვანიამ განაცხადა, რომ გარდაცვალებამდე მისი შვილი მასთან სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც ტელეფონმა დაურეკა და, სავარაუდოდ, ზურაბ ადეიშვილს ესაუბრა და საუბრის დროს უთხრა, რომ მივიდოდა შეხვედრაზე.

banner
წინა სტატიაშიბექა ბასილაია – არავის უნდა დაიჯეროს, რომ ორი მამაკაცი კონსპირაციულ ბინაში შიშველი აღმოჩნდა
შემდეგი სტატია“ეს იყო სააკაშვილის, დამნაშავე მატყუარას მორიგი გამოხტომა”