შემთხვევა სოფელ შრომაში, ცენტრალურ გზაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს საწინააღმდეგო მიმართულებით მიმავალი ჯიპისა და BMW–ს მარკის ავტომანქანები შეეჯახა.
ავარიის შედეგად დაშავებულები ლაგოდეხის რაიონულ კლინიკაში არიან გადაყვანილები.
მედიკოსების ინფორმაციით, მძიმეა ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ორი დაზარალებული კი, უახლოეს ხანში სახლში გააგრძელებს მკურნალობას.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.