ბერლუსკონის არაოფიციალური ვიზიტი პუტინთან

იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი სილვიო ბერლუსკონი, 3 დღის განმავლობაში არაოფიციალური ვიზიტით რუსეთში იმყოფებოდა, სადაც მას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უმასპინძლა…

გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა მეგობარი ბერლუსკონი ალტაის მხარეში მიიპატიჟა, სადაც მათ აქტიურად დაისვენეს… დაკავებული იყვნენ თევზაობით, კატუნის სანაპიროზე სეირნობით და ალტაის სამზარეულოს დაგემოვნებით. გასაჩერებელ ადგილად  პუტინმა ,,გაზპრომის,, საკუთრებაში არსებული დასასვენებელი სახლი ,,ალტაისკოე პოდვორიე,, აარჩია.

პუტინისა და ბერლუსკონის გასართობად, მობილიზებული იყო ალტაის მხარეში  მოხმედი ქორეოგრაფიული და სახალხო ფოლკლორული ანსამბლები ,,ურსული,, და ,,ალტაი,,

ბერლუსკონის არაოფიციალური ვიზიტი დაადასტურა პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, თუმცა სხვა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, ხოლო იტალიურ მედიასთან ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ ის რუსეთში პუტინის მოწვევით იმყოფებოდა… ,,მე იქ ჩავედი, რათა რუსეთი და დასავლეთი შევარიგო… დაძაბული ურთიერთობა რუსეთსა და აშშ-ს შორის, ვნებს ევროკავშირისა და იტალიის ეკონომიკურ მდგომარეობას,, განაცხადა ბერლუსკონიმ.

banner
წინა სტატიაშისტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შექმნილ ანგარიშზე 23 562 002 ლარი, 706 553 დოლარი და 13 221 ევროა ჩარიცხული
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – სამოქალაქო კანონმდებლობაში შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოში ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა