სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შექმნილ ანგარიშზე 23 562 002 ლარი, 706 553 დოლარი და 13 221 ევროა ჩარიცხული

წყალში ჩაძირული მოედანი, ესტაკადა, ახალი გზა - ახალი ფოტოები

თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ სპეციალურ ანგარიშებზე ამ დროისთვის 23 562 002 ლარია მობილიზებული.
ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს, 12:00 საათის მდგომარეობით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ სპეციალურ ანგარიშებზე მობილიზებულია 23 562 002 ლარი, 706 553 დოლარი და 13 221 ევრო.
13-14 ივნისს დედაქალაქში მომხდარი სტიქიის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 3 დაკარგულად ითვლება. არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარზე მეტია.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე – პრობლემები ეკონომიკური თვალსაზრისით კიდევ უფრო გაღრმავდება
შემდეგი სტატიაბერლუსკონის არაოფიციალური ვიზიტი პუტინთან