ბაღების, სკოლებისა და სასწავლებლების მიმდებარედ საგზაო მანიშნებლები და ბარიერები დამონტაჟდება

თბილისის მასშტაბით, საგზაო მოძრაობის გაუმჯობესების მიზნით, ბაღების, სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების მიმდებარე ტერიტორიაზე, საგზაო მანიშნებლები და ბარიერები დამონტაჟდება.

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარედ უკვე დამონტაჟებულია ასობით საგზაო ნიშანი, დატანილია საგზაო მონიშვნები და ბარიერები. საერთო ჯამში, მიმდინარე წელს, სულ 50 სკოლასთან უკვე განხორციელდა აღნიშნული აქტივობა.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში დღეს სამგორის რაიონში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე არსებული ორი სკოლის მიმდებარედ, საგზაო ნიშნები დამონტაჟდა და გაკეთდა სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები.

პროცესს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი გაეცნენ.

სამუშაოებს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თანამშრომლობით ახორციელებს.

banner
წინა სტატიაში“9 სექტემბრიდან ვიწყებ ვიზიტს ნატო-ს წევრ 6 ქვეყანაში”
შემდეგი სტატია“საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ” შეთანხმებას მოეწერა ხელი