“საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ” შეთანხმებას მოეწერა ხელი

საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორგე ბრენდემ “საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ” შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონია საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების თაობაზე ხელმოწერილი შეთანხმების რეკომენდაციის ნაწილია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ნორვეგიის სამეფოს ტერიტორიაზე მიმოსვლისთვის ხელსაყრელი პირობების შემოღებას, იგი დაარეგულირებს სავიზო მოსაკრებლის ოდენობას მრავალჯერადი ვიზის გაცემის, ვიზის განაცხადის განხილვისა და ვიზის გაცემასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურებს.
საქართველოს ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბორგე ბრენდე დღეს ეწვია. იგი მონაწილეობას მიიღებს ამბასადორიალის მუშაობაში. გარდა ამისა, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზს ეწვია.

banner
წინა სტატიაშიბაღების, სკოლებისა და სასწავლებლების მიმდებარედ საგზაო მანიშნებლები და ბარიერები დამონტაჟდება
შემდეგი სტატიასასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ ნოდარ ნასარიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა