აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს ანტიტერორისტული დეპარტამენტი აპირებს გამოიძიოს ისლამურ სახელმწიფოში “ტოიოტას” მარკის ავტომობილების მკვეთრი გაზრდის ფაქტი. უწყებამ ავტომანქანების მწარმოებელ კომპანიას იაპონიაში ოფიციალურად მიმართა – ამის შესახებ ამერიკული მედია წერს.
ავტოკონცერნში განმარტავენ, რომ ისინი არ ფლობენ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.”ჩვენ აშშ-ს გადავუგზავნეთ ყველა ინფორმაცია, რაც ჩვენი მანქანების ახლო აღმოსავლეთში გაყიდვას ეხება” – განაცხადა კონცერნის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ედ ლუისმა.
მისი განცხადებით, ავტოკონცერნს მკაცრი პოლიტიკა აქვს მყიდველებისადმი, ისინი არ ყიდიან მანქანებს ისეთ მომხმარებელზე, რომლებმაც შესაძლოა მოდელების მოდიფიცირება მოახდინოს, ან განეკუთვნებოდნენ ტერორისტულ ორგანიზაციებს. ამასთანავე, მან დაამატა, რომ სირიაში ავტომანქანების გაყიდვა 2012 წელს შეჩერდა.
ასევე აღსანიშნავია, რომ ტოიოტას მარკის გარდა, ისლამური სახელმწიფო Mitsubishi, Hyundai და Isuzu-ს მარკის მანქანებს იყენებს.