“აქციებს გავაგრძელდებთ მანამ, სანამ პანორამა თბილისი არ შეჩერდება,” – პარტიზანი მებაღეები

საკრებულოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ათამდე პირი დააკავეს

გუშინ თბილისის საკრებულოსთან დაკავებული აქციის 10 მონაწილის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში უნდა დაიყწოს. დაკავებულთაგან ექვსმა მამაკაცმა ღამე წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარა, 4 ქალი კი სახლში გაუშვეს.

ათივე მათგანი ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში იმყოფება და სხდომის დასწრებას ელოდება.

მათ ბრალად წვრილმანი ხულიგნობა ედებათ, თუმცა როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, გუგებარია, ბანერზე დაწერილი წარწერის გამო ამ მუხლის წაყენება.

“ადამიანს აქვს უფლება ეჭიროს ის ბანერი რაც მას სურს. არ შეიძლება პოლიციას რაც არ უნდა უხამსი იყოს ის,” – აცხადება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი და დაკავებულების ადვოკატი ნონა ქურდოვანიძე.

დაკავებულები სასამართლო პროცესის დროულად დასრულებას ელოდებიან და ფიქრობენ, რომ მათ მოსამართლე გაამართლებს.

რაც შეეხება აქციებს, პარტიზანი მებაღეები ამბობენ, რომ “პანორამა თბილისის” მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს და მანამდე გაგრძელდება, სანამ მშენებლობა არ შეჩერდება.

banner
წინა სტატიაში“აზრის გამოხატვის უფლებასაც აქვს გარკვეულ საზღვრები”
შემდეგი სტატია“ეს სამსახური არ იქნება მომართული სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესების დაცვისათვის,” – გიორგი ბარამიძე