“აზრის გამოხატვის უფლებასაც აქვს გარკვეულ საზღვრები”

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ის საკმაოდ დეტალურად იცნობს პანორამა თბილისის პროექტს. მისი თქმით, პროექტი საკამოდ საინტერესოა.

როგორც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამართული აქციების შეფასებისას თბილისის მერმა განაცხადა, აქციის მონაწილეებმა გარკვეული საზღვრები უნდა დაიცვან, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები ადეკვატურ ზომებს მიიღებენ.

“ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება, მაგრამ აზრის გამოხატვის უფლებასაც აქვს გარკვეულ საზღვრები. არავის აქვს იმის უფლება, უცენზურო სიტყვებით ვინმეს მიმართოს, ამიტომ, ადეკვატური ზომები იქნა გამოყენებული სამართალდამცველების მიერ. რაც შეეხება ამ პროექტს, მე მას კარგად ვიცნობ. ეს არის საკმაოდ საინტერესო პროექტი, როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე, სოციალური თვალსაზრისით და ნახევარ მილიარდამდე ინვესტიცია სერიოზულად აისახება, როგორც ჩვენი დედაქალაქის, ასევე, ქვეყნის ეკონომიკაზე”, – განაცხადა ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიმერკელი საბერძნეთის ევროზონადან გასვლის შესახებ დებატების შეწყვეტას ითხოვს
შემდეგი სტატია“აქციებს გავაგრძელდებთ მანამ, სანამ პანორამა თბილისი არ შეჩერდება,” – პარტიზანი მებაღეები