“ეს სამსახური არ იქნება მომართული სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესების დაცვისათვის,” – გიორგი ბარამიძე

ზურაბ ჟვანიას ვაჟმა გიორგი ბარამიძე სცემა

„ეს სამსახური შეიქმნა არამარტო იმიტომ, რომ ესეთი კაპრიზი ქონდა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, არამედ დანიშვნაც ისეთ განხორციელდა რასაც მოველოდით,“ – ასე გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაურის წარდგენას გიორგი ბარამიძე.

საპარლამენტო უმცირესობა აცხადებს, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ ვახტანგ გომელაურის კანდიდატურას.

მათი განცხადებით ეს ცვლილებები და შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფა ვერ უზრუნველყოფს სისტემის დეპოლიტიზირებას.

„რა თქმა უნდა სერიოზული პრობლემაა ქვეყნის ეროვნული უშიშროებისთვის. ეს სამსახური არ იქნება მომართული სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესების დაცვისათვის, არამედ მოემსახურება კონკრეტულ ერთ ოლიგარქს,“ – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაში“აქციებს გავაგრძელდებთ მანამ, სანამ პანორამა თბილისი არ შეჩერდება,” – პარტიზანი მებაღეები
შემდეგი სტატია“არ ვარ ინფორმირებული საერთოდ თუ განიხილება ვინმეს კანდიდატურა,“ – გიგლა აგულაშვილი შსს-ს მინისტრის კანდიდატურაზე