აქცია ივანიშვილის სახლთან–პოლიციამ ორი აქტივისტი დააკავა

ამ წუთებში საპროტესტო აქცია იწყება ბიძინა ივანიშვილის სახლთან. ადგილზე უკვე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

რგორც აქციის მონაწილეებმა კურიერთან საუბრის დროს აღნიშნეს ისინი საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც გიგი უგულავას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

სამართალდამცავებმა აქციის ორი მონაწილე დააკავეს, რის შემდეგაც ადგილზე ვითარება დაიძაბა. დაკავებული პირების სამმართველოში გადაყვანის საშუალებას პოლიციელებს აქციის მონაწილეები არ აძლევდნენ ისინი საპატრულო მანქანას წინ გადაუდგნენ.

ამ დროს სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე შეხლა-შემოხლაც მოხდა.

მიუხედავად წინააღმდეგობისა სამართალდამცავებმა დაკავებულები პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაში,,სახელმწიფოს ჩარევაზე საუბრობენ ის ადამიანები ვინც ჩუმად იყვნენ და ხმას ვერ იღებდნენ”
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა მატროსოვის ციხეში გადაყვანამდე (ფოტო კადრები)