ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი მედიის წარმომადგენლებს ხვდება

სამოქალაქო მშვიდობისა და კონსტიტუციური წესრიგის შესანარჩუნებლად ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კიდევ ერთი შეხვედრა მიმდინარეობს.

გიორგი მარგველაშვილი მედიის წარმომადგენლებთან მართავს კონსულტაციას.

შეხვედრამდე რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა კომენტარი გააკეთა.

„ალბათ არ ვარ პირველი, ვინც ამბობს, რომ ერთადერთი ადეკვატური განცხადება რომელიც დღეს ხელისუფლების ვერტიკალში მოვისმინეთ, იყო პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც სიტუაციის განმუხტვისაკენ მოუწოდა როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებას, ისე სასამართლოსაც. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები და ჩვენთვის საინტერესო მოსასმენი იქნება ამ შეხვედრაზე, რა კონკრეტულ შედეგებამდე მივიდნენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები პრეზიდენტთან კონსულტაციის შედეგად და რა რეალური შედეგები მოყვება იმ შეხვედრებს, რომლებიც პრეზიდენტის სასახლეში იმართებოდა,“ – განაცხადა გიორგი ლაფერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრები პრეზიდენტთან უკვე 8 საათია მიმდინარეობს.

პრემიერმინისტრის განცხადების შემდეგ გიორგი მარგველაშვილი არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. მიწვევის მიუხედავად, ადმინისტრაციაში არ მისულან მმართველი გუნდის წევრები.

banner
წინა სტატიაშიიან კელი: არ გვსურს ვიხილოთ მედიასივრცის შეზღუდვა
შემდეგი სტატია“ფეხებს ვერ მოჭამთ უმწიფრებო!” -ირაკლი ღლონტი მეჭიაურს ეხმაურება