“ფეხებს ვერ მოჭამთ უმწიფრებო!” -ირაკლი ღლონტი მეჭიაურს ეხმაურება

თამაზ მეჭიაურის მუქარას პრეზიდენტის მიმართ პარტია ”რეფორმატორების” თავმჯდომარე ეხმაურება. ირაკლი ღლონტი საქართველოს პრეზიდენტს მხარდაჭერას უცხადებს და უმრავლისობის წევრს აფრთხილებს, რომ ხელისუფლების დღეები დათვლილია.

”მინდა საჯაროდ შევუთვალო დეპუტატ მეჭიაურს, რომ მარგველაშვილის გვერდით დღეს დგას ხალხი, პრეზიდენტის გვერდით დგას პოლიტიკურიოპოზიციის უმრავლესობა, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები და რამდენიც არ უნდა ეცადოთ, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას თქვენსენაზე მეტყველებისთვის, მაგრამ ფეხებს ვერ მოჭამთ უმწიფრებო, რადგან თქვენი დღეები დათვლილია და ეს თქვენს თავს დააბრალეთ!!!

თქვენ, ,,ქართულ ოცნება”–ს გაწყობთ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და ესკალაცია, რადგან სხვა გზით, არავითარი შანსი არ გაგაჩნიათ 2016 წელსკვლავ დაეუფლოთ ძალაუფლებას და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები გიდგათ წინ, მაშინ როდესაც მოსახლეობაუკიდურეს მდგომარეობაშია და ჩემი თაობა ემიგრანტთა რიგებს მასშტაბურად უერთდება !!!”-აცხადებს ირაკლი ღლონტი.

“რუსთავი 2-ის მოვლენები ჩაწყნარდება და პრეზიდენტსაც მოვუვლით “ოცნება”, მარგველაშვილმა იმედები გაუცრუა არამარტო ბიძინა ივანიშვილს არამედ მთლიანად ქართულ ოცნებას”.- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა დღეს პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ.

banner
წინა სტატიაშიამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი მედიის წარმომადგენლებს ხვდება
შემდეგი სტატიაგიორგი ალანია: „ზოგიერთს გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილში ეშლება“