იან კელი: არ გვსურს ვიხილოთ მედიასივრცის შეზღუდვა

არ გვსურს ვიხილოთ მედიასივრცის შეზღუდვა, – ამის შესახებ ბათუმში, ჟურნალისტებს “რუსთავი 2”-ის საკითხის კომენტირებისას აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ განუცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ამერიკა მხარს უჭერს მედია პლურალიზმის პრინციპს. “რუსთავი 2″-თან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთე კომენტარი და იმედი მაქვს, რომ თანმიმდევრული ვიყავი ამ დროს. აშშ მხარს უჭერს მედიაპლურალიზმის პრინციპს, მხარს უჭერს ყველა ხმის წვდომას საეთერო სივრცეზე. არ გვსურს ვიხილოთ მედიასივრცის შეზღუდვა. მიზეზი ამისა არის ის, რომ ჩვენ ნამდვილად გვსურს საქართველომ მიაღწიოს წარმატებას. საქართველო სამართლიანად არის აღიარებული როგორც მოდელი მედიათავისუფლებისა და პლურალისტური მედია გარემოს ქვეყანა და საზოგადოება. სიმბოლო ჩვენი ერთგულებისა საქართველოსთან თანამშრომლობის და პარტნიორობისა გახლავთ ზუსტად ეს, რასაც ჩემს ზურგს უკან ხედავთ, ამერიკის საზღვაო ძალების ხომალდი, ღირებულებით 1 მილიარდი ამერიკული დოლარი, რომელიც არის სიმბოლო და დადასტურება თუ რაოდენ ვაფასებთ და ვართ ერთგული საქართველოსადმი და რამდენად გვსურს, რომ პარტნიორობა საქართველოსთან იყოს წარმატებული”, – აღნიშნა ამერიკის ელჩმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ–ს ელჩი პრეზიდენტის და სპიკერის განცხადებას ,,კარგ განცხადებებს” უწოდებს
შემდეგი სტატიაამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი მედიის წარმომადგენლებს ხვდება