„ამ საქმის მოგების შანსი საკმაოდ მაღალია“

ქიბარ ხალვაში 2010 წელს ტელეკომპანია

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, გერმანული იურიდიული კომპანია „ზოლმეკე და პარტნიორების“ იურისტის, კაი ზოლმეკეს განცხადებით, ქიბარ ხალვაშს სასამართლო დავის მოგების რეალური შანსი აქვს.

როგორც კაი ზოლმეკემ აღნიშნა, საკმაოდ მაღალია შანსი იმისა, რომ ქიბარ ხალვაშის მიერ წამოწყებული საქმე, მისი კუთვნილი წილების დაბრუნების მოთხოვნით, ბიზნესმენის გამარჯვებით დასრულდეს.
„ქართული სამოქალაქო სამართალი, ფაქტობრივად, დაფუძნებულია გერმანულ სამოქალაქო სამართალზე, ძალიან ბევრი საერთო აქვს ამ ორ კანონმდებლობას. აქ ვარ იმისთვის, რომ ჩემს ქართველ კოლეგას გავუწიო გარკვეული კონსულტაცია. როგორც ვიცი, საქართველოს სასამართლო პრაქტიკა არ არის მდიდარი ამ ტიპის დავებზე გადაწყვეტილების მიღებით. ჩვენ გარკვეულ კონსულტაციებს ვუწევდით ქიბარ ხალვაშს გერმანიაში და ჩემი პოზიაციაა, რომ ამ საქმის მოგების შანსი საკმაოდ მაღალია“, – განაცხადა კაი ზოლმეკემ.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი2“-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, „რუსთავი 2“-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა.
banner
წინა სტატიაში„მკვეთრი პოზიციის დაფიქსირება უკვე მხარედ აქცევს იმ ადამიანს, რომელიც გვინდა, რომ არბიტრი იყოს”
შემდეგი სტატიასასამართლომ ოთხი წლის ბავშვის მკვლელობისთვის მზია გელაძეს 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა