ალექსი პეტრიაშვილი: პოლიტიკური დევნა აშკარად სახეზეა

ალექსი პეტრიაშვილი პროკურატურის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს

როგორც საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, ის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების საქმეები, ასევე ის ფაქტი, რომ დოკუმენტში საუბარია პოლიტიკურ დევნაზე, მიუთითებს იმას, რომ “პროკურატურა არის გამოყენებული პოლიტიკურ იარაღად და მართლმსაჯულებას აქვს ხარვეზები”.

“განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია წინასწარი პატიმრობის გამოყენება პოლიტიკური ნიშნით და ყოფილი მაღალჩინოსნების წინასწარ პატიმრობაში დაუსაბუთებლად ყოფნა პოლიტიკური მიზნებით და ივანიშვილის დაკვეთით. ასევე, ხაზგასმულია, რომ კანონში არსებული ხარვეზები გამოყენებულია პროკურატურისა და სასამართლოს მიერ საიმისოდ, რომ დაირღვეს 9-თვიანი კონსტიტუციური ვადა. პირდაპირ არის მითითებული, რომ ეს ვადა დაირღვა გიგი უგულავას პატიმრობის შემთხვევაში,” – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

როგორც ცნობილია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას, თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი და ე.წ. კაბელების საქმე.

“პოლიტიკური დევნა აშკარად სახეზეა. ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი იყო კაბელების საქმე,” – აცხადებს თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი ალექსი პეტრიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმომღერალი ეთერ კაკულია გარდაიცვალა
შემდეგი სტატიატერორისტების ახალი შეტევა საფრანგეთზე (+VIDEO)