მომღერალი ეთერ კაკულია გარდაიცვალა

ეთერ კაკულია: ვწუხვარ, რომ ვარ სნეული და არ შემიძლია, თქვენს გვერდით ვიყო

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა რომ ხანგრძლივი ავადმყოფობისცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა რომ ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ლეგენდარული ქართველი მომღერალი ეთერ კაკულია გარდაიცვალა. “თაიმერი” უსამძიმრებს ქალბატონი ეთერის ოჯახს, ახლობლებს და თაყვანისმცემლებს.

საქართველოს დამსახურებული არტისტი (1983). მღეროდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ორკესტრში ს. ტუღუშის ხელმძღვანელობით. 1964 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტი, ამავე წლიდან მღეროდა სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროში“ კ. პევზნერის ხელმძღვანელობით. 1986 წლიდან იყო ტელერადიოკორპორაციის სოლისტი. აქვს ძლიერი ხმა, საუკეთესო სცენური მონაცემები. ძირითადად ასრულებს ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს. 2014 წლის 29 ნოემბერს ეთერ კაკულიას ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. მომღერალმა ვარსკვლავის საზეიმო გახსნის დროს სატელეფონო მილოცვა საქართველოს პატრიარქისგან მიიღო. ეთერ კაკულიას თავისი შემოქმედების მანძილზე სხვადასხვა კომპოზიტორის მიერ დაწერილი 200-მდე სიმღერა აქვს შესრულებული, ასევე შესრულებული აქვს ჰიმნებისაქართველოს თითქმის ყველა რეგიონზე.ხშირად მღეროდა ნიკო ჯადუგიშვილთან ერთად. ერთადერთხელ იყო დაქორწინებული რეზო ვაჩიბერიძეზე. ამ ქორწინებიდან ჰყავს ერთადერთი შვილი ალეკო. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

banner
წინა სტატიაშისტიქიის ზონაში პარკი გაშენდება, თუმცა არა მანჰეტენის სახელობის
შემდეგი სტატიაალექსი პეტრიაშვილი: პოლიტიკური დევნა აშკარად სახეზეა