ათენიდან ოლიმპიური ცეცხლს ბათუმში 26 მაისს ჩაიტანენ

თბილისის აეროპორტიდან ათენის მიმართულებით ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოფიციალური დელეგაცია ოლიმპიური ცეცხლის ჩამოსატანად გაემგზავრა.
როგორც “თაიმერს” ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საორგანიზაციო კომიტეტიდან აცნობეს, დელეგაციშია შევიდნენ: სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, “თბილისი 2015”-ის საორგანზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი, სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გია ალიბეგაშვილი, მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი, ქველმოქმედი პაატა ბურჭულაძე და სხვები.
მათივე ინფორმაციით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ათენში “პანათენაიკოსის” სტადიონზე გაიმართება ცეცხლის ანთებისა და გადმოცემის ცერემონია.
როგორც კომიტეტში აცხადებენ, “თბილისი 2015”-ის ოფიციალური გადამყვანის – კომპანია “აირზენას” ჩარტერული რეისით ოლიმპიური ცეცხლი საქართველოში ჩამოვა. საზეიმო დახვედრა ბათუმის აეროპორტში 20.00 საათზე გაიმართება, ხოლო შემდეგ პიაცას მოედანზე ეს ისტორიული მოვლენა გრანდიოზული კონცერტით აღინიშნება.
ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში 700 მეჩირაღდნე მიიღებს მონაწილეობას.
ოლიმპიური ჩირაღდანი მოივლის მთელ საქართველოს, ჩავა 67 ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, სადაც მოეწყობა ოლიმპიური ცეცხლის დახვედრისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტები. 14 ივლისს ოლიმპიური თამაშების სიმბოლო თბილისში შემოვა.
“თბილისი2015”-ის ჩირაღდნის ოფიციალური წარმდგენია გასართობ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი “ჯინო ფერედაისი”.

banner
წინა სტატიაში„განათლების სამინისტროს 26 მაისის ღონისძიებაზე ერთ-ერთი საუკეთესო კუთხე ექნება“
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ადმინისტრაცია სემეკის წევრობის კანდიდატების შესარჩევად კონსულტაციებს იწყებს