„განათლების სამინისტროს 26 მაისის ღონისძიებაზე ერთ-ერთი საუკეთესო კუთხე ექნება“

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის განცხადებით, 26 მაისისთვის მოსამზადებელ პროცესში სამინისტროს სხვადასხვა ინსტიტუციებიც იღებენ მონაწილეობას.

როგორც სანიკიძე აცხადებს, მოსამზადებელ პროცესში ჩართულნი არიან როგორც საჯარო სკოლები, ასევე პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლები.

„მეტად მრავალფეროვანი ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი. ჩართულნი არიან განათლების სამინისტროს სხვადასხვა დონეზე არსებული ინსტიტუციები, როგორც საჯარო სკოლები, ასევე პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლები. გვექნება ძალიან საინტერესო გამოფენები, ახალი პროექტები. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო კუთხე გვექნება განათლების და მეცნიერების სამინისტროს“, – განაცხადა სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაში„ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შესახებ აუდიტის დასკვნა შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნა“
შემდეგი სტატიაათენიდან ოლიმპიური ცეცხლს ბათუმში 26 მაისს ჩაიტანენ